top of page

გამარჯვება ახლოსაა?!

26 სექ 2024

5 min read

0

4

0

ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. მინდა, რომ გავიმაჯრვოთ, თუმცა მგონია, რომ დავმარცხდებით.


ცოტა ტრაგიკული და სულელურია, რომ ამ აზრის გაჟღერება და მასზე დისკუსია საზოგადოებაში ტაბუირებულია. ეს მიუღებელია, რადგან წაგება შეგნებულად თუ შეუგნებლად ქვეყნის დასასრულთან არის უკვე გაიგივებული. თუმცა თუ რამემ შეიძლება დაგვაზიანოს თავისუფალი მსჯელობის ასეთი მიუღებლობაა.


რა თქმა უნდა, არ შეიძლება პოლიტიკური კამპანიების ნარატივი ის იყოს, რომ შეიძლება წავაგოთ. თუმცა უგუნურება ისაა, რომ ერთი და იგივე ჯგუფები ათწლეულზე მეტია უყურებენ ქოცების მმართველობას და ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე შეცდომებს უშვებემ. თუ რა არის ეს შეცდომა, ამაზე მინდა საუბარი.


პირველ რიგში რას ვგულისხმობ როცა ვიტყვი დავმარცხდებით/წავაგებთ/ქოცები გაიმარჯვებენ?

ეს ნიშნავს, რომ არჩევნებს გააყალბებენ და ისე ეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას. სხვა შემთხვევაში ოცნებას მოგების შანსი არ აქვს. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ მსხვილი ელექტორატი, თუმცა ობიექტურად მათი ამომრჩევლის რაოდენობა 30%-ს არ აღემატება. შესაბამისად გამოიყენებენ ყველა იმ მეთოდს (დაშინება, მოსყიდვა, იძულება, კონტროლი, კარუსელი, მისამართებზე მიწერა, ბიულეტენის გაბათილება), რომელიც აქამდე კარგად გამოსცადეს და დახვეწეს და ამას კიდევ ახალი, აქამდე ჩვენთვის უცნობი გაყალბების გზები დაემატება. სწორედ ამ გზით ეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას.


არა თუ 2024 წლის არჩევნებს ვერ მოიგებდა ოცნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პირობებში, არამედ სულ მცირე 2021 და 2020 წლის არჩევნებიც წაგებული აქვს და ისინიც გაყალბების გზით “მოიგო”.


არჩევნების დღეს, ქოცების გამოცხადებული შედეგების მიხედვით, დავმარცხდებით და ბრძოლის მთავარი ნაწილი არჩევნების მეორე დღეს დაიწყება.


თუმცა სწორედ ამის მეშინია - რომ აქაც არ დავმარცხდეთ.

რატომ მეშინია? იმიტომ, რომ თითქოს უკვე გამარჯვებას ვზეიმობთ. სხვა ალტერნატივას არ/ვერ ვუშვებთ. ყველა ჯგუფის მხრიდან მთელი ფოკუსი წინასაარჩევნო პერიოდზე კეთდება - ვინ უფრო მეტს ხმას აიღებს, ვინ უკეთეს კლიპს გადაიღებს, ვინ უკეთეს სლოგანს შექმნის. ვუყურებ ამას და განცდა მაქვს, რომ მთავარს ვერ ვხედავთ, მთავარზე არ ვფიქრობთ.


მთავარი არჩევნების შემდგომი პერიოდია. ივანიშვილი დაუფიქრებლად აირჩევს ლუკაშენკოს გზას. შესაბამისად ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, თუ რას ვაპირებთ ასეთ შემთხვევაში? რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის გზა, რომ ჩვენც ბელარუსი ხალხის ბედი არ გავიზიაროთ.


რატომ ვხედავ დამარცხების საფრთხეს არჩევნების შემდგომ პროცესში?


არჩევნების აღიარების საკითხს შიდა და გარე ლეგიტიმაცია განაპირობებს. ანუ, რამდენად ცნობს ხელისუფლებად ოცნებას ხალხი და დასავლეთი. ლეგიტიმაციის კუთხით საქმე ოპტიმისტურადაა, გაყალბების შემთხვევაში ოქცნების ძალაუფლებას არც დასავლეთი აღიარებს და არც ხალხი. რა შედეგის მომტანი იქნება დელეგიტიმაცია?


  1. შიდა დელეგიტიმაცია ნიშნავს ქუჩის პროტესტს.

  2. გარე დელეგიტიმაცია ნიშნავს გაზრდილ წნეხს პარტნიორებისგან - სანქციები და იზოლაცია.


რა პოტენციალი აქვს თითოეულ მათგანს:


  1. ქუჩა


ყველაზე დიდი პრობლემა აქ გვაქვს. სამწუხაროდ ქუჩის პროცესს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ამის მიზეზი ის არის, რომ ქოცების წინააღმდეგ სულ 1-2 და ისიც სანახევრო გამარჯვება გვაქვს მოპოვებული ქუჩაში. ამის მაგალითია 2019 წლის პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლა: დაპირება, რომელიც უკან წაიღეს და საბოლოოდ 2020-ის არჩევნებისთვის მხოლოდ 120/30-ზე სისტემა მივიღეთ. მეორე მაგალითი რუსული კანონია, რომელიც მოვიგეთ 2023-ში, თუმცა წავაგეთ 2024-ში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის თავზე გაცილებით მეტი მეტი მოქალაქე ჩაერთო პროტესტში.


ქოცების წინააღმდეგ თუნდაც სანახევრო გამარჯვების სხვა მაგალითი კი, პრაქტიკულად არ გვაქვს.


შესაბამისად, თუ მთავარი პოლიტიკური ბრძოლა ქუჩაში მოგვიწევს და ამავდროულად ქუჩის წარმატების მაგალითი თითქმის არ გვაქვს, მაშინ რა არის იმის გარანტია, რომ ახლა შევძლებთ ქუჩაში ბრძოლის მოგებას?


ქუჩა რომ გავაანალიზოთ:


  1. ქუჩაში დიდი სახალხო პროტესტი ქოცების წინააღმდეგ პირველად 2019 წელს გაიმართა. მაშინ ბიძინამ უკან დაიხია და რატომ? იმიტომ, რომ პირველად ნახა ქუჩაში მისი ხელისუფლებს წინააღმდეგ გამოსული ათი ათასობით მოქალაქე და შეეშინდა. შეეშინდა, იმიტომ რომ არ იცოდა ეს ხალხი რაზე იყო წამსვლელი; შეეშინდა, რადგან იცის, რომ ავტორიტარები სხვადასხვა ქვეყნებში ხალხს ძალადობით და სასტიკი მეთოდებითაც კი გაუდევნია. შესაბამისად მან სიფრთხილე გამოიჩინა და ტაქტიკურ დათმობაზე წავიდა. თუმცა ცოტა ხანში, როცა სიტუაცია გააანალიზა და ნახა, რომ მის ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნებოდა, გადაწყვიტა პროპორციული საარჩევნო სისტემის საპარლამენტო კენჭისყრა ჩაეგდო.


    რატომ წავიდა ბიძინა რამდენიმე თვეში ამ რისკზე? რა შეიცვალა ასეთ მოკლე დროში? თუ მივყვებით მოვლენებს ნაბიჯ-ჯანბიჯ, კარგად გამოჩნდება ამის მიზეზები.


    ბიძინამ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა 2019 წლის 20 ივნისს დაწყებული პროტესტიდან მესამე დღეს დააკმაყოფილა. ამავე დღეს თქვა, რომ გაათავისუფლებდა დაკავებულებს, რაც პროტესტის მეორე მოთხოვნა იყო. თუმცა არ დათანხმდა გახარიას გადაყენებას.


    როგორ მოვიქეცით ჩვენ? მიუხედავად იმისა, რომ გვესმოდა, მთავარი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევა იყო, ვთქვით, რომ პრინცპულები დავრჩებოდით გახარიას გადაყენების საკითხთან დაკავშირებით და პროტესტიც, რომელიც 3 თვემდე გაგრძელდა, სწორედ ამ მოთხოვნით გავაგრძელეთ. საწყისი 2 კვირის განმავლობაში სტაბილურად ათი ათასობით ადამიანი ვიკრიბებოდით პარლამენტთან. თუმცა ნელ-ნელა ხალხი დაიღალა, აგვისტო მოვიდა, თბილისი დაიცალა და სექტემბერში გახარია თავხედურად პრემიერად დაგვინიშნა.


    რა ნახა ბიძინამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შიშები მოუხსნა? ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი გვქონდა, დილით ვიკრიბებოდით, საღამოს ვიშლებოდით და კრიზისს ვერ ვქმნიდით. არავიზე ვძალადობდით, არაფერს ვწვავდით, ხალხი ოჯახებით, ბავშვებით მოდიოდა და არა ქვებით და მოლოტოვებით. ამიტომ მიხვდა, რომ ამ ტიპის პროტესტი საფრთხეს არ უქმნიდა. პოლიციური ძალები საკმარისზე მეტი ჰყავს, რომ ამუშაოს ცვლებში, ამიტომ დაგველოდა, როდის დავიღლებოდით და დავიშლებოდით. იმედის ერთ-ერთ ინეტვიუში პირდაპირ გვითხრა, ეს ახალგაზრდები კედელს ურტყამენ თავსო.


  1. რა მოხდა პროპორციულის ჩაგდების მერე? კენჭისყრის შედეგების მოლოდინში პარლამენტის წინ მდგომმა ასამდე ადამიანმა რუსთაველი მომენტალურად გადავკეტეთ, ხალხს გამოსვლისკენ მოვუწოდეთ და აქციები ხელახლა, ნოემბრის სიცივეში, შეშის სითბოს იმედზე განვაახლეთ. ამ პროცესშიც “სირცხვილია” იყო ცენტრალური აქტორი და მაშინ თანამშრომლობის მოდელი ჩამოვაყალიბეთ (ძირითადად პარტიებთან, NGO-ები მაშინ ჯერ კიდევ არ იყვნენ პროტესტში აქტიურად ჩაბმული), რომელიც ეფექტური აღმოჩნდა და კრიზისი საბოლოოდ მოლაპარაკებებამდე მიიყვანა, სადაც ოპოზიცია ქოცებთან 120/30-აინ სისტემასა და კიდევ რამდენიმე პუნტქზე შეთანხმდა. ნოემბრის აქციების ეფექტურობა როლების გადანაწილებაში გამოიხატებოდა. მაშინ კოორდინაციას ვუწევდით პროცესს, რომ დღე-ღამის განმავლობაში ქუჩაში ვყოფილიყავით და პარლამენტის შესასვლელები სხვადასხვა ჯგუფებს დაეკავებინათ, გავმაგრებულიყავით, გავმთბარიყავით და ქოცებისთვის არ მიგვეცა მუშაობის გაგრძელების უფლება. ამას დაერთო საერთაშორისო წნეხიც და საბოლოოდ მოლაპარაკებებამდე მივედით. ანუ 2019 წლის ნოემბრის პროტექსტი ეფექტური იყო და ესეც იმიტომ მოხდა, რომ ბრძოლის ახალი ტაქტიკა შევიმუშავეთ, რითიც კრიზისის შექმნა შევძელით. ასეთი ტიპის პროტესტი ქოცებს მანამდე ნანახი არ ჰქონდათ და აქაც უკან დახევა მოუწიათ, თანაც შეთა


  1. რა მოხდა 2023-ში რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის დროს? რატომ მოვიგეთ ეს პროცესი პირველ ჯერზე? რადგან ისევ ახალი პროტესტის ფორმა ნახა ბიძინამ მის წინააღმდეგ: ძალადობა. დემონსტრანტებმა მოლოტოვები ისროლეს, მანქანები დაწვეს, ბარიკადები აშენეს. ხელისუფლების მხრიდანაც, დათმობაც სწორედ ამის შემდეგ მოხდა და არა მაშინ, როდესაც რეკორდული რაოდენობის მოქალაქე ნახა ქუჩაში. ბიძინამ დათმო მაშინ, როცა ნახა, რომ ხალხი მეტისთვისაა მზად, ვიდრე ქუჩაში დგომაა. კი, თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა, ვინც აქციებზე ვიდექით ან მას მხარს ვუჭერდით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გამარჯვება იმ ერთეული ადამიანების სიმამაცის დამსახურებაა, ვინც გაბედა და მოლოტოვი ისროლა. რადგან არ ყოფილა მანამდე ამ სიტუაციაში ბიძინა, ამიტომ აქაც ტაქტიკური უკანდახევა ამჯობინა. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ერთი და იგივეა ქუჩაში 50 ათასი ადამიანი იდგება თუ 300 ათასი - ხალხის მასა ქაშვეთთან დასრულდება, თუ ფილარმონიასთან. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა კრიტიკული რაოდენობა არსებობს, მაგრამ ეს რაოდენობა 50 ათასს ნამდვილად არ აღემატება.


    ზუსტად ეს დაამტკიცა 2024 წელს რუსული კანონის პროტესტის წარუმატებლობამ. რა თქმა უნდა ბევრი სიკეთე დარჩა საზოგადოებას ამ აქციებით, მაგრა მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ. კანონი მიიღეს, შესაბამისად ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დავმარცხდით.


დავმარცხდით იმიტომ, რომ ვერც 2023 წლის წარმატების მოდელი გავიმეორეთ და ვერც ახალი რაიმე შევქმენით, რაც ასევე მოულოდნელობა იქნებოდა ბიძინასთვის და ისევ უკან დახევა მოუწევდა. ხელისუფლებამ საჩვენებლად დასაჯა ლაზარე, გვაჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, თუ საზოგადოებამ ჩემს წინააღმდეგ ხელი აღმართა, ამოგარჩევ, დაგაბრალებ, დაგიჭერ, 9 წელს მოგისჯი, 100 ადამიანის გარდა არავინ გამოვა შენს დასაცავად, რადგან არავინ დაგიჯერებს. მეტიც, რომც გითანაგრძნობდნენ, შენს მხარეს რომ იყვნენ, შენი რომ სჯეროდეთ, ხმას შეგნებულად არ ამოიღებენ, რადგან პოლიტიკურ თამაშებს დაიწყებენ, არ მოუნდებათ “მოძალადის” გამართლება, საჯარო აზრთან ჭიდილში შესვლა.


შედეგად ხელისუფლების გეგმამ გაამართლა, 2024 წელს რუსული კანონის პროტესტი წავაგეთ.

26 სექ 2024

5 min read

0

4

0

Comments

Compartilhe sua opiniãoSeja o primeiro a escrever um comentário.
bottom of page